x
image
worldsport.ge
“კალიარიმ” კვლავ ზემანი დანიშნა

imageიტალიის ჩემპიონატის ბინადარმა სარდინიულმა კლუბმა “კალიარიმ” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კვლავ ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი დანიშნა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სარდინიელებმა 67 წლის ჩეხეთ-იტალიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სპეციალისტი 2014 წლის 23 დეკემბერს გაათავისუფლეს და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა დანიშნეს. იტალიელმა მწვრთნელმა “კალიარის” თავკაცად 9 მარტამდე იმუშავა, შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელებმა იგი დაითხოვეს.
ზემანმა პირველად სარდინიელთა გუნდი 2014 წლის ივლისში ჩაიბარა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხი გუნდს სეზონის ბოლომდე გაუძღვება. “კალიარი” ამ ეტაპისთვის იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილზე 20 ქულით იმყოფება და სერია B-ში გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0