x
image
worldsport.ge
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლური

imageევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (UEFA) 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო გუნდის მეკარედ ლევეკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელი ბერნდ ლენო შერაცხეს. ერთადერთი გუნდი პირველ ტურში, რომელმაც საშინაო მატჩი მოიგო და გოლი არ გაუშვა, “ლევერკუზენია”. “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებაში ლენოს კარგი თამაში აღსანიშნავია.
დაცვის ხაზს ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფი და გოლებს შეჩვეული ბრანისლავ ივანოვიჩი, “ბაიერნის” შეტევებთან კლდესავით მდგარი ვიაჩესლავ შევჩუკი, ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ სათამაშო კომპონენტებში ყველაზე სასარგებლო აიმენ აბდენოური და განვლილი ტურის ერთ-ერთ ლამაზი გოლის ავტორი მარსელო ამაგრებენ.
ნახევარდაცვაში ვერცერთი ევროპული გრანდის ფეხბურთელი ვერ მოხვდა. სამაგიეროდ თავი “ბაზელის”, “ლევერკუზენის” და “მონაკოს” მოთამაშეებმა გამოიჩინეს. შვეიცარიელმა ფაბიან ფრეიმ “პორტუსთან” დაპირისპირების მე-11 წუთზე გონსალესს მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი გოლი გაიტანა. აღნიშნულ შეხვედრაში ფრეი ცენტრში კარგად მოქმედებდა.
მაშინ როდესაც, ლენომ “ლევერკუზენი” პირველი ტაიმის მიწურულს გადაარჩინა, მეორე ნახევრის სტარტიდან თურქმა ჩალღანოღლუმ ბელარაბის გადაცემით ისარგებლა და როგორც შემდგომში გაირკვა “ბაიერს” მინიმალური ანგარიშით 1:0 მოაგებინა.
“მონაკოს” მხრიდან “არსენალის” კარში გოლები კონდოგბიამ, ბერბატოვმა და ფერეირამ გაიტანეს, თუმცა სიმბოლურში ვერცერთი მოხვდა. მათ ნაცვლად კი დაცვაში ზემოთნახსენებმა აბდენოურიმ და ნახევარდაცვაში ფაბინიომ დაიკავეს ადგილები.
თავდასხმის ხაზში კი “სიტის” კარში დუბლის ავტორი ლუის სუარესი, “შალკესთან” დაპირისპირებაში გოლის და საგოლე გადაცემის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ და “იუვენტუსი” – “დორტმუნდის” მატჩში (2:1) გერმანელთა კარში გადამწყვეტი გოლის ავტორი ესპანელი ალვარო მორატა განთავსდნენ.
მეკარე: ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”)
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (“ჩელსი”), ვიაჩესლავ შევჩუკი (“შახტარი”), აიმენ აბდენოური (“მონაკო”), მარსელო (“რეალი”).
ნახევარმცველები: ფაბიან ფრეი (“ბაზელი”), ჰაკან ჩალღანოღლუ (“ლევერკუზენი”), ფაბინიო (“მონაკო”).
თავდამსხმელები: ლუის სუარესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდი (“რეალი”), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”).






გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0