x
image
worldsport.ge
ანჩელოტი იტალიის ნაკრების მწვრთნელობაზე ოცნებობს

imageმადრიდის “რეალის” იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ “თეთრი კვირის” პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სურს.
“ჩემს მიზნად ისევ რჩება იტალიის ნაკრების მწვრთნელობა. იმედი მაქვს, მომავალში ეს რეალობად იქცევა, რადგან მინდა ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მუნდიალი მოვიგო”, - განაცხადა ანჩელოტიმ.
კარლო ანჩელოტი მადრიდის “რეალს” 2013 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს და გუნდს უკვე 100 ოფიციალურ მატჩში გაუძღვა.
“რეალის” გარდა, ანჩელოტის “პარმა”, “იუვენტუსი”, “მილანი”, “ჩელსი” და პსჟ გაუწვრთნია.





გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0