x
image
worldsport.ge
“ლანსის” გულშემატკივრების პროტესტი

imageფრანგული “ლანსის” გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და კლუბში არსებული ვითარებით უკმაყოფილება გამოთქვეს.
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, “ლანსის” ათეულობით ქომაგი გუნდის საწვრთნელ ბაზასთან შეიკრიბა და მანიფესტაცია მოაწყო. ისინი კლუბის ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელების მიმართ შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
“ლანს” საფრანგეთის ლიგა 1-ში სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილი უკავია და ფინანსური პრობლემები აქვს. ჩემპიონატის ბოლო ტურში ლანსელები თავის მოედანზე “კანთან” 1:4 დამარცხდნენ და აღშფოთებული მასპინძელი გულშემატკივრები მოედანზე შეჭრას შეეცადნენ.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0