x
image
worldsport.ge
მოურინიო: “ლამპარდის გადაწყვეტილებით გაოცებულნი დავრჩით”

imageლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბმა ფრენკ ლამპარდი სხვა მიზნების გამო გაუშვა, ინგლისელი კი პირიქით “მანჩესტერ სიტიში” ჩაირიცხა. ამ გადაწყვეტილებით პორტუგალიელი სპეციალისტი და მთლიანად კლუბი გაოცებულნი დარჩენილან.
“მას ნება დავრთეთ წასულიყო სულ სხვა მიზნებისთვის. პირველ ყოვლისა ვფიქრობ, რომ ფრენკის მოტივაცია “სიტიში” მსგავსი არაა, როგორიც “ჩელსიში” ჰქონდა. მეორეც, ვაცხადებ, რომ ფრენკს კარი გავუღეთ, რათა აერჩია მომავალი. ვიფიქრეთ შტატებში წავიდოდა, რამდენიმე წელიწადში დაბრუნდებოდა კლუბში და რასაც მოისურვებდა იმას გააკეთებდა. შეეძლო მთავარი გუნდის მწვრთნელი ყოფილიყო, სკაუტი, დირექტორი. გაოცებულნი დავრჩით მისი გადაწყვეტილებით, როდესაც “სიტის” შეუერთდა, მაგრამ მას არასდროს გავაკრიტიკებ.” – განაცხადა მოურინიომ.
ლამპარდმა ლონდონურ კლუბში 13 სეზონი გაატარა და 648 მატჩში 211 გოლით “ჩელსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მოურიონიმ ლამპარდი ამ კომპონენტში შეაქო და აღნიშნა, რომ ნახევარმცველებს ბევრი გოლები იშვიათად გააქვთ.





გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0