"იუბილარის გაფითრებული სახე რომ ვნახე, დამავიწყდა, რომ უპანდუსო შენობა იყო პრობლემა"
"იუბილარი პაატა ბურჭულაძესთვის საქმე, რომ არ ერჩია ჩემს ახალ კოლეგას კარგი იქნებოდა. იუბილარის გაფითრებული სახე რომ ვნახე, დამავიწყდა, რომ უპანდუსო შენობა იყო პრობლემა. რაც შეეხება კონცერტის ორგანიზატორებს, ამ დღის შემდეგ ეცოდინებათ, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს. ბევრი ფული არ ნიშნავს ყველაფრის ცოდნას.
ყველაზე ნაკლებად პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნოდა ნერვიულობა ამ დღეს.! <3", - ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ სპორტის სასახლეში მომხადრ ინციდენტს, როდესაც ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბოდიში მოუხადა.
შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს გამართული გალა კონცერტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენიმე პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილებამდე მისასვლელად პანდუსები არ იყო დამონტაჟებული.
მომხადრის გამო, იუბილარმა პაატა ბურჭულაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბოდიში პირადად მოუხადა.