x
image
worldsport.ge
ეგვიპტეში ფეხბურთის მატჩს მსხვერპლი მოჰყვა

imageimageეგვიპტის პრემიერლიგაში “ზამალეკსა” და მენავთობეთა სპორტულ კლუბს შორის მატჩამდე ქაიროში მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა შეტაკების დროს. მსოფლიო მედია სხვადასხვა ციფრს ავრცელებს. ერთ-ერთი ინფორმაციით, დაპირისპირებას 30 ადამიანი შეეწირა.
ადგილობრივი საავადმყოფოს ინფორმაციით, ჯერჯერობით 14 ადამიანის ცხედარი მიიღეს. შესაძლოა დაღუპულთა რიცხვმა 30-საც გადააჭარბოს.
“ზამალეკის” ულტრასები, “თეთრ რაინდებად” წოდებული ფანები მატჩზე შესვლას უბილეთოდ ცდილობდნენ და პოლიციამაც მათ წინააღმდეგობა გაუწია. გულშემატკივრების ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა გაავრცელა დაპირისპირბის ამსახველი ფოტოები. “ზამალეკმა” დაგმო მათი საქციელი და მათ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეხბურთი მხოლოდ პატივსაცემი გულშემატკივრებისთვისაა და არა “თეთრი რაინდების” მსგავსი ჩხუბისთავებისთვის.




გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0