ქალი და მამაკაცი დაპატიმრებით დაემუქრა ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს 2015, 8 თებერვალი, 1:53 ამერიკიდან ძალიან მოულოდნელი და ამავე დროს არასასიამოვნო ამბავი მოვიდა, ამბობენ, რომ ჰოლივუდის " მარად უკვდავმა" ვარსკვლავმა ბრედ პიტმა ალკოჰოლით გადაჭარბებული დოზით მთვრალმა თავის მეგობარ ჯეიმს ფრანკოსთან ერთად არა საკუთარ ოჯახში, არამედ შტატ იუტაში ერთ - ერთ კაზინოში გაატარა სწორედ ის ღამე, როცა "Sundance Film FestivalinUtah" ფესტივალი იმართებოდა.ქმრის ამ საქციელმა ძალიან აღაშფოთა ანჯელინა ჯოლი. აი, რას წერს წყარო ამ ამბის შესახებ: - ერაყიდან დაბრუნებული მსახიობი ანჯელინა ჯოლი სერიოზულ თემებზე ხანგრძლივად ესაუბრა თავის ქმარს. როგორც უახლოესი სამეგობრო საუბრობს, - " ბრედი იქ მივიდა, როგორც ფილმ "True Story" პროდიუსერი, მომდევნო დღის პრესკონფერენციაზე ის აღარავის უნახავს, რადგან მსახიობი კაზინოში მეგობართან ერთად იჯდა, ალკოჰოლით თვრებოდა და თან პოკერსაც თამაშობდა. მან ერთ ღამეში 25 ათასი ამერიკული დოლარი წააგო.პიტის ბავშვები და ანჯელინა ამ დროს ძიძასთან ერთად სახლში იყვნენ' - ეს განცხადება ბრედის უახლოესმა მეგობარმა გამოცემა "The National Enquirer" მისცა.ანჯელინა, რა თქმა უნდა ძალიან გააბრაზა მეუღლის უღირსმა საქციელმა, რადგანაც ეგონა, რომ მისი შეყვარებული სამაგალითო მამა და ოჯახის კაცი იქნებოდა!" იგივე წყარო წერს, რომ ანჯელინა განრისხებული უყვიროდა ქმარს, რომ ის ცუდ მაგალითს აძლევს ბავშვებს და დაემუქრა კიდეც, რომ მას სასამართლოში უჩივლებს და დაპატიმრებას მოითხოვს, რამდენადაც მიდრეკილება აქვს ალკოჰოლისა და აზარტული თამაშების მიმართ ( "даже пригрозила заточить его в рехаб из-за «склонности к алкоголизму и азартным играм»!)ბრედის მეგობარმა ინტერვიუში ბოლო ფინალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პიტი მდუმარედ ისმენდა ენჯის ლანძღვა - გინებას, მაგრამ სასაცილოდ მოეჩვენა ანჯელინასგან " მორალზე და ღირსებაზე" საუბარი - " მე პირადად ვესწრებოდი ამ ოჯახურ სცენებს და როცა ბრედის სახეს შევხედე იმ მიზნით, რომ გამეგო რას ფიქრობდა, მაშინვე თვალში მომხვდა მისი ცინიკური სახე, რამაც მაფიქრებინა "moralizing Angie". 510 9-ს მოსწონს
|