x
image
worldsport.ge
“ანჟი” გრიგალავაზე არგუმენტების გასამყარებლად ნარკოლოგიური დისპანსერის დასკვნას იშველიებს

imageსაფეხბურთო კლუბ მახაჩყალის “ანჟის” ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოწმების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველ გია გრიგალავას ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა.
“2015 წლის 4 თებერვალს რუსეთის ფედერაციის ფედერალური სამსახურის განყოფილებაში, რომელიც დაღესტანში ნარკოტიკების არალეგალურ ბრუნვას ებრძვის, შემოვიდა ანონიმური ინფორმაცია, რომ “ანჟი არენას” ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, “ანჟი 2”-ის ფეხბურთელებმა ნარკოტიკები გამოიყენეს.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაღესტნის ნარკოკონტროლის სამსახურის თანამშრომლები “ანჟი არენაზე” მივიდნენ, სადაც “ანჟი 2”-ის მთავარი მწვრთნელის რუსლან აგალაროვისა და “ანჟის” გენერალური დირექტორის სერგეი კორაბლიოვის თანადასწრებით ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებს ესაუბრნენ. ასევე, შერჩევითი სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის შედეგად 5 ფეხბურთელის ანალიზი საეჭვო აღმოჩნდა.
შედეგების დასაზუსტებლად დამატებითი ანალიზი გახდა საჭირო, რათა ამ სპორტსმენების ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების კვალი აღმოეჩინათ. ოთხმა ფეხბურთელმა ანალიზი ჩააბარა, ხოლო ერთმა ეჭვმიტანილმა სტადიონი დატოვა და კავშირზე აღარ გამოდიოდა. ეს ფეხბურთელი გია გრიგალავა აღმოჩნდა. 4 თებერვლის განმავლობაში გრიგალავასთან დაკავშირების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
2015 წლის 5 თებერვალს რესპუბლიკური ნარკოლოგიური დისპანსერის რაპორტში ოფიციალური დასკვნაა, რომ გია გრიგალავას ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებებია აღმოჩენილი.
თავის მხრივ, “ანჟის” გრიგალავა ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებაში არასოდეს დაუდანაშაულებია და მითუმეტეს, ექსპერტიზის ოფიციალური შედეგების მიღებამდე, ეს ისტორია არ გაუსაჯაროებია.
მასმედიაში გაჩენილი ინფორმაცია, რომ თითქოს გრიგალავამ კლუბის ხელმძღვანელობას მოსკოვში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზა და პასუხი არ მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ექსპერტიზის ჩატარების ნება დართეს, ოღონდ მას მერე, რაც ის ანალიზებს მახაჩყალაში ჩააბარებს, რასაც ამჟამად ფეხბურთელი უარობს.
სხვათა შორის, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ანალიზების შედეგზე შესაბამისი ცნობა უკვე მიიღო.
საფეხბურთო კლუბი “ანჟი” აცხადებს, რომ არის და იქნება ჯანმრთელი ცხოვრების წესის ადგილი. ნებისმიერ პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც ამ ისტორიას სოციალურ ქსელებში მოჰყვა, მოგონილია, რადგან ჩვენ ჭორებს კი არა, ოფიციალურ დოკუმენტებს ვეყრდნობით, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების მიერაა წარმოდგენილი” – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0