x
image
worldsport.ge
“რეალი” რამოსს სამი კვირით მოისაკლისებს

imageესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი, მუხლქვედა მყესის ტრავმის გამო, “სამეფო კლუბს” სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია “ბლანკოსის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ესპანური AS-ის ცნობით კი, 28 წლის ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი, აღნიშნული დაზიანების გათვალისწინებით, 6 კვირა გაგრძელდება.
რამოსმა დაზიანება “სევილიას” წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის გადადებულ შეხვედრაში მიიღო და მე-9 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ნაჩო შევიდა. აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმა ხამეს როდრიგესმაც მიიღო.
მიმდინარე სეზონში სერხიომ “რეალის” მაისურით ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე 6-ჯერ დაამწუხრა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0