x
image
worldsport.ge
კუადრადო თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ბარგი ჩაალაგა

imageფლორენციის “ფიორენტინას” 26 წლის კოლუმბიელი ნახევარცმველი ხუან კუადრადო უახლოეს საათებში ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. ტრანსფერის სხვა დეტალები არ ხმაურდება.
კუადრადოს “ფიორენტინას” დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, იგი უბრალოდ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და გეზი ლონდონისკენ აიღო, გვამცნობს “კალჩომერკატო”.
ხუან კუადრადო ფლორენციელთა ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავდა. წლეულს მას სერია A-ს 17 შეხვედრაში ოთხი გოლი აქვს გატანილი.




გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0