x
image
worldsport.ge
ანდერსონი შესაძლოა ბრაზილიაში დაბრუნდეს

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი შესაძლოა “ინტერნასიონალში” აღმოჩნდეს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, სამხრეთამერიკული და ინგლისური კლუბების წარმომადგენლებს შორის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება დღეს გაიმართა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის შეთანხმებას მიაღწიეს მხარეებმა. ივარაუდება, რომ ბრაზილიელები ნახევარმცველში მცირე თანხას გადაიხდიან. ანდერსონს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, შესაბამისად მანჩესტერელებს ნახევარმცველის გუნდიდან უფასოდ გაშვება არ სურთ. ანდერსონის სატრანსფერო ღირებულება 4.4 მილიონ გირვანქას შეადგენს.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელს ჰოლანდიელი სპეციალისტი ნამდვილად არ სწყალობს. 26 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მთავარი გუნდის მაისურით მხოლოდ ორ შეხვედრაში გამოჩნდა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0