გიორგი პაპავას დებიუტი კვიპროსის ჩემპიონატში შაბათს შედგება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი kerkida.net-ი იუწყება.
kerkida.net-ის ინფორმაციით, “ნეა სალამინას” მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს ენდობა და 31 იანვარს აპოელ-თან ათამაშებს.
21 წლის ფეხბურთელი “ნეა სალამინაში” თბილისის “დინამოდან” რამდენიმე დღის წინ გადავიდა. მის გარდა, კლუბში კიდევ ერთი ქართველი შოთა გრიგალაშვილი ირიცხება.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge