x
image
worldsport.ge
“ტორონტო” ევროპელების გადაბირებას განაგრძობს

image“ლილის”, “ოსერის” და აწ უკვე მარსელის “ოლიმპიკის” ყოფილი ფეხბურთელი ბენუა შეირუ კარიერას კანადურ გუნდ “ტორონტოში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია MLS-ის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
33 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმა. “მარსელში” მარსელო ბიელსას მისვლის შემდეგ შეირუს თამაში არ უწევდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბენუამ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. შესაბამისად, კანადელებმა ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდეს.
“ტორონტომ” უკვე დაიმატა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჟოზე ალტიდორი და უკვე ცნობილია, რომ ზაფხულიდან გუნდის ღირსებას იტალიის ეროვნული გუნდის და ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი სებასტიან ჯიოვინკოც დაიცავს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0