როგორც "არტ პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, 12 თებერვალს მომღერლის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს ცნობილი ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი წაიყვანს.
საღამო სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება.
კონცერტის დაწყებამდე ფრანგი მსახიობი „არტ პალასში“ პრესკონფერენციას გამართავს.