x
image
ვიზა კოხაძე
დაპირისპირება ტელეკომპანია " იმედის" პირდაპირ ეთერში ( + ვიდეო )

imageტელეკომპანია " იმედის" ყოველკვირეულ გადაცემა " იმედის კვირაში" ყოფილი და ამჟამინდელი პოლიტიკოსების გვერდით მიწვეული იყო ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე.როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში მოსალოდნელია კიდევ ერთი ტერაქტი და უახლოეს დღეებში ნათელი მოეფინება როგორც ზურა ვაზაგაშვილის, ასევე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დეტალებს. სტუდიაში ჩართვა ჰქონდა ირაკლი ფირცხალავას, რომელიც ეგრეთ წოდებული " კორტების" სპეც.ოპერაციას ხელმძღვანელობდა. იური ვაზაგაშვილის აფეთქების თემას " იმედის კვირის" სტუდიაში კამათი მოჰყვა და განრისხებულმა სოსო რობაქიძემ ფირცხალავას მოუწოდა: - " შენ თუ პოლიციელი ხარ, მაგ " პაგონებს" შენი საკუთარი ხელით უნდა იხევდე".

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ძალიან დაახლოებული იყო იური ვაზაგაშვილთან, რომელთა შვილები ყოფილი ხელისუფლების დროს დაიხოცნენ. მისი აზრით, იურის მიმართ განხორციელებული ტერაქტი ქვეყანაში არეულობას ისახავდა მიზნად".

ამჟამინდელი ხელისუფლების, ანუ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ - ერთი აქტიური სახე ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმე ცნობილი და გამოძიებული იქნება სულ რამდენიმე დღეში: – " ზურა ვაზაგაშვილის საქმე რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და გამოძიებული.თუ ასე არ მოხდა, ღირსების საკითხია. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო უმრავლესობა" - განაცხადა ანი მიროტაძემ.


0
31
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0