x
image
worldsport.ge
მსოფლიოს ჩემპიონი “ლიერსს” შეუერთდა

image2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჟოან კაპდევილა სეზონის ბოლომდე ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების 36 წლის ექს-ფეხბურთელის ბოლო კლუბი ინდური “ნორტ-ისტ იუნაიტედი” იყო.
მარცხენა მცველი ადრე “ესპანიოლში”, “ბენფიკაში”, “ვილიარეალში”, “დეპორტივოსა” და “ატლეტიკოში” თამაშობდა. ქვეყნის უპირველეს გუნდში მან 60 თამაში ჩაატარა, 2008 წელს ევროპის და 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
De Telegraaf-ის ცნობით, ახლა კაპდევილა ბელგიის ჩემპიონატის აუტსაიდერს უძლიერესთა შორის დარჩენისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
“ლიერსი” 14 ქულით ბოლო ადგილზეა და მე-14 პოზიციას 9 ქულა აშორებს.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0