x
image
worldsport.ge
დე ლაურენტისი: “იგუაინს არ გავყიდი”

imageიტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ირწმუნება, რომ არგენტინელი ფორვარდის გონსალო იგუაინის სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
“არ ვაპირებ იგუაინის გაყიდვას. ჩვენ ვცდილობთ გუნდის გაძლიერებას და გავაგრძელებთ ახალი მოთამაშეების შეძენას. ამას მუდმივად გავაკეთებთ და არა დროდადრო. თუ ვერ ვიშოვეთ სასურველი ფეხბურთელი იანვარში, მას ივნისში ავიყვანთ. ვიცი, რომ გვჭირდება დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერება” – განუცხადა Sky Sport-ს აურელიომ.
ბრიტანული პრესა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 27 წლის ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა, უახლოეს პერიოდში “ლივერპულში” გადავიდოდა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0