ქალი და მამაკაცი თურქმა მსახიობმა ფრანგული ბრენდისგან 500 მილიონი დოლარი მიიღო, მაგრამ საინტერესოა, რა ხდება ფახრიე ევჯენის პირად ცხოვრებაში 2015, 17 იანვარი, 13:32
სერიალ " სილას" მთავარი როლის შემსრულებელი ჯანსუ დერე ჯერ კიდევ გასულ წელს მოხვდა პარიზში ბრენდ " ლორეალის" სახე. ახლა კი მის გვერდით ულამაზესი და მომხიბლავი სრულიად ახალგაზრდა მსახიობი და სერიალ " ნარჩიტას" მთავარი როლის გმირი ფახრიე ევჯენი ვიხილეთ. როგორც თურქული წყარო წერს, მსახიობმა განსაკუთრებულად მოვლილი ლამაზი და გრძელი თმებისთვის ' ლორეალმა" მას 500 მილიონი დოლარი გადაუხადა და ის ბრენდის სახე გახდა ჯანსუ დერესთან ერთად.ბრენდმა ჟურნალისტებისთვის საღამო ვახშამი მოაწყო, სადაც იყვნენ როგორ ფრანფი, ასევე თურქული პრესის წარმომადგენლები. წყვილი გასული წლის აგვისტოში არა ერთხელ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში, როცა ისინი ზაფხულის ცხელ დღეებს ერთად ატარებდნენ ბოდრუმში. ამ წყვილზე უზომოდ შეყვარებული თურქული ყვითელი პრესა საკმაოდ ვრცელ და ხმაურიან სტატიებს უძღვნიდა მათ მთელი ერთი წლის მანძილზე და ისინი მუდამ პოპულარული ჟურნალ - გაზეთების ყდაზე ივნენ.ახლა იმასაც წერენ, რომ მსახიობს წარმატება თავში აუვარდა და ბურაკს დაშორდაო.არა და ახალ 2015 წელსაც ხომ ერთად შეხვდნენ მსახიობები. 980 10-ს მოსწონს 1-ს არა
|