x
image
worldsport.ge
ყველაფერი დალაგდა: ამერიკელი MLS-ში, ინგლისელი – პრემიერლიგაში

imageESPN-ის ინფორმაციით, კანადურმა “ტორონტომ” და ინგლისურმა “სანდერლენდმა” ფეხბურთელების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ჯერმენ დეფო პრემიერლიგაში დაბრუნდება, ხოლო ჟოზე ალტიდორი კარიერას MLS-ში გააგრძელებს.
ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა, თუმცა საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით ESPN ინფორმაციის სანდოობას ამტკიცებს.
აშშ-ს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი “სანდერლენდს” 2013 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ალტიდორმა 13 შეხვედრა ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კანადურ კლუბს 2014 წლის 28 თებერვალს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 17 თამაშში 12 გოლი გაიტანა. დეფოს შეძენის სურვილი პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს ჰქონდა, მათ შორის ქპრ აქტიურობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა “შავმა კატებმა” ყველას აჯობეს. 32 წლის თავდამსხმელი ამჟამად “ტოტენჰემში” ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს და უახლოეს მომავალში გუსტავო პოიეტის გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0