შოუბიზნესი პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებული გამოვლინდა! 2015, 14 იანვარი, 1:20 13 იანვარს რუსთავი 2-ის პროექტ "ნიჭიერის" ფინალი გაიმართა. ფინალისტებმა პროექტის ფარგლებში ბოლოჯერ სცადეს საკუთარი ნიჭის გამოვლენა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტის გამარჯვებულები გახდნენ თემო და ქეთი. გამარჯვებულებს ეპიკ-დეველოპმენტისგან ბინა გადაეცათ, ხოლო "არაი თუმორიუ" და "ელ ჯი" მას ტექნიკით მოუწყობთ. ლიბერთი ბანკმა კი 20000 ლარის ოდენობის სადეპოზიტო სერტიფიკატი გადასცათ. My video-ს რჩეული გახდა გიორგი გოგობერიშვილი. რადიო "ფორტუნასა" და რადიო "არ დაიდარდოს" რჩეული გახდა ამალია ჯიბლაძე. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, "ალმა მატერმა" თავის რჩეულად დაასახელა და 5000 ლარი გადასცა გიორგი გოგობერიშვილს. ხოლო გიორგი ჩიტაურმა იმავე უნივერსიტეტიდან სწავლების 100%-იანი დაფინანსება მიიღო. ლიბერთი ბანკმა აირჩია გოჩა ჭაბუკაიძე და მას პარიზში საგზური გადასცა. რუსთავი 2-ის ფავორიტი გახდა და 10 000 ევროთი დაჯილდოვდა ინდირა ჯგერენაია. 82 4-ს მოსწონს
|