შოუბიზნესი პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებული გამოვლინდა! 2015, 14 იანვარი, 1:20 13 იანვარს რუსთავი 2-ის პროექტ "ნიჭიერის" ფინალი გაიმართა. ფინალისტებმა პროექტის ფარგლებში ბოლოჯერ სცადეს საკუთარი ნიჭის გამოვლენა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტის გამარჯვებულები გახდნენ თემო და ქეთი. გამარჯვებულებს ეპიკ-დეველოპმენტისგან ბინა გადაეცათ, ხოლო "არაი თუმორიუ" და "ელ ჯი" მას ტექნიკით მოუწყობთ. ლიბერთი ბანკმა კი 20000 ლარის ოდენობის სადეპოზიტო სერტიფიკატი გადასცათ. ![]() My video-ს რჩეული გახდა გიორგი გოგობერიშვილი. ![]() რადიო "ფორტუნასა" და რადიო "არ დაიდარდოს" რჩეული გახდა ამალია ჯიბლაძე. ![]() გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, "ალმა მატერმა" თავის რჩეულად დაასახელა და 5000 ლარი გადასცა გიორგი გოგობერიშვილს. ხოლო გიორგი ჩიტაურმა იმავე უნივერსიტეტიდან სწავლების 100%-იანი დაფინანსება მიიღო. ![]() ლიბერთი ბანკმა აირჩია გოჩა ჭაბუკაიძე და მას პარიზში საგზური გადასცა. ![]() რუსთავი 2-ის ფავორიტი გახდა და 10 000 ევროთი დაჯილდოვდა ინდირა ჯგერენაია. ![]() 82 4-ს მოსწონს
|