x
image
worldsport.ge
“ვერდერის” თავკაცი: “ოქრიაშვილი არ გვაინტერესებს”

imageბრემენის “ვერდერის” მთავარმა მწვრთნელმა უკრაინელმა ვიქტორ სკრიპნიკმა ინტერნეტპორტალ footboom.com-თან ინტერვიუში თორნიკე ოქრიაშვილით დაინტერესება უარყო.
-მართალია, რომ “ვერდერში” “ილიჩევეცისა” და “ჩერნომორეცის” ყოფილი მოთამაშე თორნიკე ოქრიაშვილი გადადის?


ვიქტორ სკრიპნიკი: “ცოტა ხნის წინ, ჩემს ძმას ვესაუბრე და მანაც ეს მკითხა. ეს ინფორმაცია ინტერნეტში წაიკითხა და მკითხა, მაგრამ ჩვენ ის არ გვაინტერესებს. ადრე ამ სიახლეებს ვკითხულობდი და ვფიქრობდი, რომ სიმართლეა და ამა თუ იმ მოთამაშით ინტერესდებიან. ახლა, როდესაც მოვლენათა ცენტრში ვარ. ვხედავ, რომ თითქმის ყველაფერი არასწორია”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0