x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: შაქირი “ინტერში” ითამაშებს

imageშვეიცარიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ხერდან შაქირი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს მილანის “ინტერში” იჯარის წესით ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
მილანელებს საშუალება ექნებათ 2014/15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადონ და შვეიცარიელთან ხელშეკრულება 2019 წლის ივლისამდე გააფორმონ.
შაქირიმ ახალ გუნდში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, შემდეგ კი “Inter channel”-თან კომენტარი გააკეთა: “თავს კარგად ვგრძნობ და მოხარული ვარ მილანში ჩამოსვლით, აღფრთოვანებული ვარ ფანებით, მე უკვე მიყვარს ისინი.”
23 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.



თორნიკე ზეიკიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0