x
image
worldsport.ge
ნორვეგიული მედია: ოდაგაარდი “რეალში” ითამაშებს

imageნორვეგიული მედიის ინფორმაციით, “სტრომსგოსეტის” შემტევი ნახევარმცველმა მარტინ ოდეგაარდმა უპირატესობა მადრიდის “რეალს” მიანიჭა და კარიერას სამეფო კლუბში გააგრძელებს.
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების 16 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს სამშობლოში ჩაამთავრებს და შემდეგ ესპანურ გრანდში იჯარის წესით გადავა.
ნორვეგიელი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 15 წლის და 300 დღის ასაკში გახდა. ევროპული გრანდები ნიჭიერი ნახევარმცველით დაინტერესდნენ და ოდეგაარდიც სხვადასხვა კლუბებში სინჯებს გადიოდა.
ბოლო თვეების განმავლობაში იყო მითქმა-მოთქმა, რომ მარტინი კარიერას ან “ლივერპულში” ან “ბაიერნში” გააგრძელებდა, თუმცა ნორვეგიული პრესა მის “რეალში” გადასვლაზე მტკიცედ საუბრობს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
57
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0