x
image
worldsport.ge
ლუის ენრიკეს სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი აქვს

imageკატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, გუნდში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად, 2 მატჩი მისცეს.
ლუის ენრიკე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ და არცთუ წარმატებულ სეზონს ატარებს. ლა ლიგის 17 ტურში მისმა გუნდმა უკვე 13 ქულა დაკარგა.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, “სოსიედადთან” წაგების შემდეგ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ლუის ენრიკეს ულტიმატუმი წაუყენა – ან “ელჩესთან” თასზე და “ატლეტიკოსთან” პრიმერაში გასამართ მატჩებში თამაშის გამოსწორება, ან თანამდებობის დათმობა.



მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0