x
image
natia.a
მომღერალი რიკი მარტინი ცოცხლად დამარხეს
image3 იანვარს YouTube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც გვამცნობდა, რომ პოპულარული პუერტორიკოელი მომღერალი, მწერალი და მსახიობი, ენრიკე მარტინ მორალესი ლოს-ანჯელესთან ახლოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვიდეოში ნაჩვენები იყო ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებული, მომღერლის დაღუპვის ამსახველი კადრები.


მოგვიანებით პრესაში გაჩნდა დამატებითი დეტალები რიკი მარტინის გარდაცვალების შესახებ. მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ მომღერალი, სიჩქარის გადაჭარბების გამო, მანქანით შეეჯახა ბოძს. პაპარაცებმა "რიკი მარტინის გაკვეთის დასკვნაც" კი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ავარიის დროს იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.


43 წლის ცნობილი მუსიკოსის ტრაგიკული დაღუპვის ამბავმა ათასობით თაყვანისმცემელი დაამწუხრა.


მაგრამ მოხდა საოცრება!




ახლახანს მომღერლის Twitter-ის გვერდზე გაჩნდა მოკლე პოსტი: "მოგესალმებით სასუფევლიდან", რასაც თან ახლდა Instagram-ზე გამოქვეყნებული, რიკი მარტინის "გარდაცვალების" შემდეგ გადაღებული უახლესი ფოტოები.

თუმცა, შოკისმომგვრელმა სიახლემ საკუთარი თავის "ცოცხლად დამარხვის" შესახებ, თავად პუერტორიკოელი შემსრულებელი გაახალისა კიდეც. ფოტოებს, რომლებზეც მარტინი პლიაჟზე დასვენების მომენტშია გადაღებული, მომღერალმა შემდეგი კომენტარი გაუკეთა: "მზის ჩასვლა სამოთხეში".


1
252
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
252
  
2015, 6 იანვარი, 12:23
გაგიჯდა ეს ხალხი რა
0 1 1