x
image
worldsport.ge
თემურ ქეცბაია: "ნიუკასლი" ჩემს გულშია, იქ სიამოვნებით ვიმუშავებდი"

imageსაქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ "ნიუკასლში" სიამოვნებით იმუშავებდა. ბრიტანულ ქრონიკლაივთან საუბარში მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში არცთუ ბევრი მწვრთნელია ისეთი, რომელიც "კაჭკაჭების" თავკაცობაზე უარს იტყოდა.
"ნიუკასლიდან" წავიდა მწვრთნელი ალან პარდიუ და ახლა ადგილი ვაკანტურია. საუბარი მიდის გერმანელ თომას ტუხელზე, ხორვატ სლავენ ბილიჩზე, ჰოლანდიელ დიკ ადვოკაატზე და ასე შემდეგ. პრესა ქეცბაიასაც ახსენებს. თემური "ნიუკასლში" თამაშობდა, იქ კარგი სახელი დატოვა და მარტო ის რად ღირს, რომ 1997 წელს "კაჭკაჭები" მისი გოლის წყალობით გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
ქეცბაია: "ამ კლუბთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. იქ ოთხი წელი გავატარე და რომელი მწვრთნელი იტყოდა "ნიუკასლზე" უარს? ასეთი მსოფლიოში ძალიან ცოტა თუ იქნება. ღრმად მწამს, რომ "ნიუკასლი" უკეთეს შედეგებს იმსახურებს. ყოვლთვის ინტერესით ვადევნებდი თვალს, თუ როგორ თამაშობდა ეს გუნდი. რა თქმა უნდა, "ნიუკასლის" მწვრთნელობასაც ვისურვებდი. ამ კლუბზე ბევრი რამ ვიცი და შეგუების პრობლემა არ მექნებოდა.
..."ნიუკასლი" დიდი კლუბია და ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს. ეს გუნდი ჩემს გულშია და ყოველთვის ასე იქნება. ჩემი აზრით, "ნიუკასლს" შეუძლია სისტემატურად ცხრილის ზედა ნაწილში ყოფნა და ევროტურნირებზე კარგად თამაში. პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ საუკეეთესო ფეხბურთელები სხვა წინადადების მიღების შემთხვევაში, "ნიუკასლიდან" მიდიან. ასე რომ, სატრანსფერო პოლიტიკის მხრივ უფრო დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე ადრე.
... საქართველოს ნაკრები ერთი თვის წინ დავტოვე. იქ არავითარი მომავალი არ იყო. საქართველოში დარჩენას აზრი არ ჰქონდა. ნაკრებს წელიწადში 5-6 მატჩი აქვს, მე კი მენატრება კვირიდან კვირამდე მწვრთნელად მუშაობა. მომწონს, როცა მწვრთნელი ყოველდღიურად მუშაობს ფეხბურთელებთან".



ილია კახელიშვილი

www.worldsport.ge

0
190
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0