x
image
worldsport.ge
სტერლინგი კონტრაქტს 2020 წლამდე გაახანგრძლივებს

imageიანვრის ბოლოს “ლივერპულის” ახალგაზრდა გარემარბი რაჰიმ სტერლინგი კლუბთან გააფორმებს ახალ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც მერსისაიდელთა რიგებში მისი ყოფნა 2020 წლამდე გახანგრძლივდება.
The Telegraph-ის ცნობით, ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელი ყოველკვირეული ანაზღაურების სახით დაახლოებით 100 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს. კლუბის პირვანდელი შეთევაზების თანახმად, სტერლინგის ხელფასი კვირაში 70 ათასამდე იზრდებოდა, რაჰიმის აგენტმა 120 ათასი მოითხოვა და საბოლოოდ მხარეებმა “ოქროს შუალედი” გამონახეს.
მიმდინარე სეზონში სტერლინგმა ყველა ტურნირში ერთად 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0