x
image
worldsport.ge
საკუთარ თავს ემტერებით?

imageსპორტსმენიც ადამიანია და განტვირთვა მასაც სჭირდება. სპორტსმენი შინაბერა დედაკაცივით არ უნდა ცხოვრობდეს, ზედმეტი დაძაბულობა მის ორგანიზმსაც არ წაადგება, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. სპორტსმენისთვის მითუმეტეს სათუთად გასავლელია ეს ზღვარი, მან უნდა იცოდეს, რას გადააბიჯოს და რას არა.
ამ შემთხვევაში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას ვეხებით – ფეხბურთს და უფრო კონკრეტულად, ქართველი ფეხბურთელების "მოღვაწეობას" სოციალურ ქსელებში. დავაკონკრეტოთ: Facebook-ში.
მგონი, იშვიათიღაა შუა ხნის ასაკამდე მიღწეული ადამიანი, რომელსაც Facebook-ი არ აქვს. ამ სოციალურ ქსელში არიან ამა თუ იმ კლუბის პრეზიდენტები, სპორტული დირექტორები, მწვრთნელები, ასევე, აგენტები... ახლა წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ხართ კლუბის მესვეური, გსურთ ქართველი ფეხბურთელის გადაყვანა. ბუნებრივია, ნახავთ მისი თამაშების ფრაგმენტებს, ან მთლიან მატჩს. შეიხედავთ Wikipedia-ში, Soccerway-ში, ამოიწერთ სტატისტიკას და ინტერესის გულისთვის, მის Facebook-საც დაათვალიერებთ. შეიძლება ყველანაირად მოგეწონოთ ფეხბურთელი, მაგრამ შეხედავთ Facebook-ზე მის ფოტოებს და მორჩა, ტრანსფერს ჩაშლით... რატომ? რატომ და იქ ფეხბურთელის სრულიად არასპორტულ ფოტოებს აღმოაჩენთ.
ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ბევრი ქართველი ფეხბურთელია, მაგრამ ზოგიერთს მართლაც ისეთი ფოტოები უდევს, აგენტს, სპორტულ დირექტორს თუ კლუბის პრეზიდენტს ინტერესს დააკარგვინებს.
კი, მაგრამ, საკუთარი თავის მტრები ხართ? გაუფრთხილდით რეპუტაციას, გაუფრთხილდით ოქროს წლებს, თორემ ყოველთვის ახალგაზრდა კი არ იქნებით. ბოროტი და შურიანი უნდა იყოს კაცი, თქვენი გართობა რომ ეწყინოს, მაგრამ ზომიერებას მოუხმეთ, სპორტსმენად იცხოვრეთ და სპორტსმენად გამოაჩინეთ თავი, სასწორზე ნუ აგდებთ კარიერას, ნიჭს ნუ ფლანგავთ.
შესაძლოა, ვარჯიში გეზარებოდეს, ან მოთმინება არ გეყოს, ძალისხმევა არ გეყოს. ყველა ერთნაირი არაა. ზოგი ბევრს ვარჯიშობს, ზოგიც ნაკლებად და უფრო ნიჭით გადის ფონს, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა იცოდე, რომ იქ არ დადო არასპორტული სახის ფოტოები, სადაც მთელი დუნიაა შესული...




ილია კახელიშვილი

www.worldsport.ge

0
68
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0