x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: ტორესი სახლში დაბრუნდა

imageimageტორესის სატრანსფერო საგა, როგორც იქნა დასრულდა. ფერნანდო ტორესი მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი “ვისენტე კალდერონზე” წელიწადნახევრიანი იჯარით ითამაშებს.
ფერნანდო ტორესი მიმდინარე სეზონის წინ ლონდონის “ჩელსიდან” იტალიურ “მილანში” საიჯარო ხელშეკრულებით ჩაირიცხა, თუმცა “როსონერის” მხოლოდ ერთი გოლით შეეწია. მართალია მილანელები ცოტა ხნის წინ მას სრულფასოვან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ, მაგრამ საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, “ატლეტიკოში” გაანათხოვრეს. თავის მხრივ, ესპანეთის ჩემპიონიდან “მილანში” იტალიელი ალესიო ჩერჩი გადაბარგდება.
ფერნანდო ტორესი “ატლეტიკოს” სკოლის აღზრდილია და კლუბში 2001-2007 წლებში ასპარეზობდა. “ელ ნინიო” მადრიდელთა ისტორიაში გუნდის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი იყო.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0