x
image
nukrichanturia
მდიდარი ადამიანების უჩვეულო ახირებები.
image

ფული და გავლენა რომ ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს და ხშირად მათ მავნე ჩვევებსა და თვისებებსაც თვალსაჩინოს ხდის, ამაზე ბევრი დაწერილა და ყოველდღიური ფაქტებიც ნათლად მეტყველებს. მდიდარი ადამიანები უსაქმურობის ჟამს გასართობად უძველეს დროიდან ათასგვარ რამეს იგონებდნენ, მათ შორის ხშირად უხამსობის, სისასტიკისა და გარყვნილების ზღვარსაც გადადიოდნენ.

ინგლისის არისტოკრატთა ზოგიერთ წარმომადგენელს ხშირად ახასიათებდა არა მარტო უწყინარი უცნაურობები, არამედ საკმაოდ საშიში სიგიჟეებიც. დაზუსტებით არის ცნობილი, რომ ერთი ჰერცოგი მიწისქვეშა თხუნელასავით ცხოვრობდა. ერთ-ერთი მაღალი წრის ქალბატონს სწამდა, რომ იუდეველთა დედოფალი იყო. ისტორიამ შემოინახა ასევე ფაქტები უცნაურ გრაფზე, რომლის გვერდითაც სუფრასთან საყვარელი ძაღლები სადილობდნენ ხოლმე. საოცარია, მაგრამ ინგლისელი არისტოკრატები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სხვა ერებს შორის არაორდინალური გამოხდომებით და სულაც არ აქცევდნენ ყურადღებას, მოსწონდა ეს ვინმეს თუ არა.

ყოფილა შემთხვევა, სოლიდური ანდერძი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქარისთვის გაუტანებიათ, ერთი გამაოგნებელი ფაქტი დიდი-ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ლორდ ნორტის ბუნტისთავ შვილიშვილს უკავშირდება. მოზარდმა მშობლების ცხოვრების წესი გააპროსტესტა, სახლიდან გაიქცა და ინგლისის სამხედრო-საზღვაო ძალებში ჩაეწერა. მამის გარდაცვალებს შემდეგ მას სოლიდური ქონება დარჩა. ახალგაზრდა ლორდი შინ დაბრუნდა, სარდაფები ასაფეთქებელით აავსო და ძვირფასეულობით გავსებული სასახლე ააფეთქა.


მეორე შემთხვევაში კი სიმდიდრე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მიწაში მოხვდა. პორტლენდის მეხუთე ჰერცოგი უილიამ ჯონ კავენდიშ ბენტიკ სკოტი დასანახავად ვერ იტანდა ადამიანებს. მას მთელი კაცობრიობა სძულდა და ამიტომაც გადაწყვიტა, მიწის ქვეშ ეცხოვრა, სადაც მსახურების გარდა ვერავინ შეაღწევდა. ჰერცოგის პროექტის მიხედვით აიგო მიწისქვეშა სასახლე, რომელიც მრგვალ დარბაზს, უზარმაზარ ბიბლიოთეკასა და საბილიარდოს მოიცავდა. ადამიანმა-თხუნელამ თავისი მიწისქვეშა სამეფოს სხვადასხვა ნაგებობა ერთმანეთს 10 კილომეტრიანი გვირაბის ქსელით დააკავშირა. ერთ-ერთი გვირაბი, რომელიც თითქმის კილომეტრი სიგრძის იყო, მისი ეტლების სადგომს პირდაპირ რკინიგზის სადგურთან აკავშირებდა. ჰერცოგი შავი, ფარდებდაბურული ეკიპაჟით გვირაბიდან მატარებლის ბაქანზე გადადიოდა.

ჰერცოგი უილიამი 1800 წელს დაიბადა და სავსებით ნორმალურ ბავშვად იზრდებოდა, მაგრამ წლებთან ერთად, მისი გონებაც გარშემო მყოფთა მიმართ აგრესიამ მოიცვა. უცხო ადამიანების დანახვაზე გული ერეოდა. ჰერცოგმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი განდეგილობაში გაატარა.

თუ პორტლენდის ჰერცოგს თხუნელასავით ცხოვრება მოსწონდა, ლორდ როკბის გულწრფელად სწამდა, რომ მთელი თავისი ცხოვრება წყალში უნდა გაეტარებინა.

იმ საბედისწერო დღემდე, როცა ლორდი დასასვენებლად ზღვაზე გაემგზავრა, ის ისევე ცხოვრობდა, როგორც კენტის სამეფოს საგრაფოს სხვა მიწათმფლობელები. მას ტიტული ბიძის, ყოფილი ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ერგო. ერთხელაც ლორდმა ზღვაზე დასვენება გადაწყვიტა და... მას შემდეგ ყოველი დღის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებდა. ლორდის საყვარელ ადგილად სახლის მოშორებით მდებარე ტბის ნაპირი იქცა. იგი მოსამსახურეებს ნაპირზე გაჰყავდათ და იმდენად დიდხანს ცურავდა წყალში, ხანდახან გონებასაც კარგავდა და ნაპირზე გამოჰყავდათ. მალე ლორდმა მშენებლებს ტბის ნაპირას სახლი ააგებინა, რათა წყალთან ახლოს ყოფილიყო.

ლორდს წყლის დალევაც შადრევნებიდან უყვარდა და საგანგებოდ მისთვის, თითქმის ყველა ახლომდებარე მდელოზე შადრევნები გააკეთეს. ლორდი ხშირად წყალში სადილობდა, მაგალითად, წყალში ჩაყვინთავდა და ხბოს შემწვარ ხორცს ისე მიირთმევდა.

მიუხედავად ამ უცნაურობისა, ლორდმა 90 წელი იცოცხლა.

0
38
5-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0