x
image
worldsport.ge
ალაბა - ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელია

imageავსტრიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" 22 წლის მცველი დავიდ ალაბა ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხედ გახდა და ამ მაჩვენებლით თანამემამულე ივიცა ვასტიჩს გაუტოლდა.
ავსტრიის ბუნდესლიგის 10 მწვრთნელი ტრადიციულად საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. ალაბამ ტიტულის გადაცემის შემდეგ კომენტარიც გააკეთა: "მადლობა მწვრთნელებს, რომლებმაც ხმა მომცეს და საუკეთესოდ დამასახელეს. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ძალიან გახარებული ვარ."
ალაბამ მიმდინარე სეზონში მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. სულ ყველა ტურნირზე მცველმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2-2 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
რამდენიმე დღის წინ ალაბა ავსტრიის წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელეს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0