x
image
natia.a
პირველკლასელის მოსწრებული პასუხები მასწავლებლის "ჩამჭრელ" შეკითხვებზე - სახალისო ამბავი
imageერთხელ, ერთმა პირველკლასელმა დაიჟინა, მე ხომ ძალიან ჭკვიანი ვარ და მესამე კლასში უნდა გადამიყვანოთო. მასწავლებელმა, რომელიც თავად ვერაფერს გახდა, ბიჭუნა სკოლის დირექტორთან გაიყვანა. დირექტორმა პირველკლასელს შესთავაზა, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ, თუ ყველაზე სწორად მიპასუხებ, გადაგიყვანთ პირდაპირ მესამე კლასში, მაგრამ თუ ერთზე მაინც არასწორ პასუხს გამცემ, შემპირდი, რომ შენს ჯგუფში დაბრუნდები და ჭკვიანად მოიქცევიო. ბიჭუნა დაეთანმა.


– აბა დავიწყოთ, რამდენი იქნება 3X3?

- 9.

- 6X6?


- 36.


და ასე, ყველა შეკითხვას, რომელზეც მესამეკლასელმა პასუხი უნდა იცოდეს, ბიჭუნამ სწორად უპასუხა. დირექტორი მასწავლებელს მიუბრუნდა და უთხრა: "მგონი ბიჭუნა ნამდვილად იმსახურებს მესამე კლასში გადაყვანას". მასწავლებელმა კი მიუგო: "ბატონო დირექტორო, მეც მაქვს რამდენიმე შეკითხვა მასთან, თუ შეიძლება."


- აბა, მიპასუხე, რა აქვს ძროხას ოთხი, მე კი მხოლოდ ორი?


- ფეხი, - მიუგო ბიჭმა.


- რა არის მაგარი და ვარდისფერი, როცა შედის და რბილი და წებოვანი, როცა გამოდის?


დირექტორს თვალები გაუფართოვდა და გაშეშდა.


- კევი.- დაუფიქრებლად უპასუხა ბიჭმა.


- რას აკეთებს კაცი ფეხზე მდგარი, ქალი - დამჯდარი, ძაღლი კი - სამ ფეხზე?


დირექტორმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბიჭუნამ პასუხი დაასწრო:


- ხელს ართმევს.


- რომელი ინგლისური სიტყვა იწყება F-ით და მთავრდება K-თი და აღნიშნავს ძლიერ სიცხესა და აღელვებას.


- Firetruck (სახანძრო მანქანა).


- ეს ყველა მამაკაცს აქვს, ზოგის გრძელია, ზოგის მოკლე, ქორწინების შემდეგ მას ცოლსაც აძლევს ხოლმე.


- გვარი.


- რომელ ორგანოს არა აქვს ძვალი, აქვს მხოლოდ კუნთები და ბევრი ვენა, პულსირებს და მოფერებისას სითბოთი გპასუხობს?


- გული.


ბოლო კითხვის შემდეგ დირექტორმა შვებით ამოისუნთქა და მასწავლებელს უთხრა:


- წაიყვანეთ პირდაპირ ჰარვარდში, თქვენს შეკითხვებზე მეც კი არასწორი პასუხები მქონდა.

3
7827
23-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7827
  
2014, 28 დეკემბერი, 17:46
ვაუ მაგარი იყო
2014, 20 დეკემბერი, 13:45
ძალიან კარგიაა :))
2014, 19 დეკემბერი, 12:51
:D :D :D დირექტორის პასუხიიი
0 1 3