საზოგადოება " მაკიაჟის სახელგანთქმული მხატვარი", რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო და რომელსაც 2,7 მილიონი თაყვანისმცემელი ჰყავს სოციალურ მედიაში ( + ვიდეო ) 2014, 19 დეკემბერი, 13:29 ბოლო დროს ხშირად ნახავთ სოციალურ ქსელში ცნობილი ვარსკვლავების მსგავს ტიპაჟებს, რომელთაც პლასტიკური ოპერაციებით ან სხვა შემთხვევაში სილიკონებით აღწევენ ადამიანები, რაშიც მილიონებს ხარჯავენ და მათთვის ეს ჰობად იქცა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სულ სხვა კატეგორიასთან გვაქვს საქმე.
ლოს ანჟელესის მოქალაქემ 30 წლის კენდა ჯონსონმა, რომელიც 4 შვილის დედაა, გადაწყვიტა მხოლოდ და მხოლოდ მაკიაჟით დამსგავსებოდა შოუბიზნესის ცნობილ ვარსკვლავებს ან კიდევ კინოს ლეგენდებს.ვიზაჟისტმა "პაკლონიკების" მთელი არმია მოხიბლა, როცა მან აჩვენა მსოფლიოს თუ რამდენად მარტივად და ზედმეტი ხარჯის გარეშეც შესაძლებელია საკუთარი სახის ტრანსფორმაცია და ეს ყველაფერი მხოლოდ კოსმეტიკის გამოყენებითაა შესაძლებელი.უკვე გამოგონილი ლიტერატურული პერსონაჟები, Maleficent, "შიმშილის თამაშების" გმირების სახე საკუთარით ჩაანაცვლა და 700 000 მოწონება მიიღო ფოტომ, სადაც ჯონსონი ანჯელინას პროტოტიპია.
ნიჭიერი ბლოგერი რეგულარულად აქვეყნებს ინსტაგრამზე სიახლეებს და დღევანდელი მონაცემებით მას 2, 7 მილიონი თაყვანისმცემელი ჰყავს.როგორც წყარო წერს, ის 6 წელია ამ საქმითაა გატაცებული და დღეს "მაკიაჟის სახელგანთქმული მხატვრის" სახელი აქვს.მას ცხოვრების წესად ექცა სახეების გარდაქმნა და სიამოვნებით აკეთებს ამ საქმეს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ბევრჯერ შექმნია პრობლემები, მაგალითად როცა ჯენის დიკინსონის სახეზე მუშაობდა, შეეშინდა, რადგან ის 'very nice".
მაშ ასე, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ კენდა ჯონსონის ინსტაგრამს ( ჯონი დეპის, მადონას, გვინ სტეფანის, ანჯელინა ჯოლის, გასული საუკუნის 50 - იანი წლების ვარსკვლავების, უმა თურმანის, დისნეის პერსონაჟს ) და მის მიერ შექმნილ სახეებს:მან არა მარტო სახე შექმნა გვინ სტეფანის, არამედ მისი სიმღერის იმიტაციაც კი შეძლო. ქალბატონი კენდა ჯონსონი ამჟამად როკ მომღერალს და ყოფილ კონკურსანტს "American Idol contemusician stant Michael Castro" - მაიკლ კასტროს ხვდება და მასთან წყაროს ინფორმაციით სამი წელია სასიყვარულო ურთიერთობაშია. 158 14-ს მოსწონს
|