ფეხბურთი
უმცროს დუშან უჰრინს მინსკის “დინამო” იწვევს
2014, 17 დეკემბერი, 16:45
ბელარუსული ინტერნეტპორტალის football.by-ს ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” ყოფილ მწვრთნელს უმცროს დუშან უჰრინს მინსკის “დინამო” იწვევს.
ეს ინფორმაცია 47 წლის ჩეხმა სპეციალისტმაც დაადასტურა. მისი თქმით, მინსკელებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
უჰრინი თბილისის “დინამოში” 2012-2013 წლების სეზონში და 2013-2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში მუშაობდა. მან თბილისელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო.
2014 წელს მან ჩეხურ “პლზენს” მიაშურა, საიდანაც ზაფხულში დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი
ბადრი კეთილაძის ფოტო
www.worldsport.ge