x
image
worldsport.ge
როჯერსის შესაძლო შემცვლელი: ფრანკ დე ბური

imageimageფრანკ დე ბური სამწვრთნელო კარიერის “ლივერპულში” გაგრძელების შესახებ სერიოზულად ფიქრობს. აღნიშნული ცნობა ფრანკის ტყუპისცალმა, რონალდ დე ბურმა პრესასთან საუბარში დაადასტურა. ფრანკ დე ბურს, რომელმაც “აიაქსს” ზედიზედ მეოთხედ მოაპოვებინა ერედივიზიონის საუკეთესო გუნდის წოდება, “ლივერპულში” გადასვლის შანსი 2012 წელს ჰქონდა, თუმცა ჰოლანდიელმა მაშინ თავი შეიკავა.
მას შემდეგ რაც “ლივერპულმა” მძიმედ დაიწყო სეზონი, ბრენდან როჯერსის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ხშირად საუბრობენ.
Foxsports-თან საუბარში რონალდ დე ბურმა აღნიშნა: “ჩემი ძმა სერიოზულად ფიქრობს “ლივერპულთან” დაკავშირებით. მას სურს, ორი წლის წინანანდელის მსგსავსად, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს.”
ლიგის თასზე “ბორმუთთან” შეხვედრის წინ, პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ დასმულ კითხვაზე ბრენდან როჯერსმა ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა: “როგორც ხელმძღვანელს მაქვს რთული პერიოდი, მაგრამ მჯერა სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების. ჩვენ გვჭირდება მეტი იღბალი და გამოვასწორებთ მდგომარეობას” – აღნიშნა როჯერსმა.



დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0