x
image
worldsport.ge
გეგუჩაძის ბედი კოკაიასთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა

image“ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძის დარჩენა-არდარჩენის საკითხი, კლუბის მეპატრონე ილია კოკაიასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. გეგუჩაძეს ზესტაფონელებთან კონტრაქტი ამოეწურა და ჯერ გაურკვეველია ამ თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს თუ არა.
მის მსგავსად, კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურათ მეკარე ბოიან პავლოვიჩს, ცენტრალურ მცველ გიორგი ხიდეშელს, ნახევარმცველებს ლაშა გვალიას, ლევან შარიქაძესა და გურამ სამუშიას.
ფორვარდი ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვაში გააგრძელებს. მან კიშინიოვის “დაჩიასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სხვათა შორის, მას ზესტაფონელი გულშემატკივრები ემადლიერებიან, რადგან ზაფხულში კლუბიდან არ წავიდა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრე “ზესტაფონში” გაატარა.


ლაშა თაბაგარი

ლაშა კუპრაშვილის ფოტო
www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0