x
image
natia.a
"ძალიან ბევრი ადამიანია შეცდომაში შეყვანილი“ - მარიამ როინიშვილი მედიას თხოვნით მიმართავს

imageროგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მომღერალი მარიამ როინიშვილის დედამ, თამრიკო ჭოხონელიძემ, შვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, მარიამს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოსვლის დროს ნეკნი ჰქონდა გაბზარული, გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა და წამლების ქვეშ იმყოფებოდა.


მარიამი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რჩება. ამის შესახებ რონიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.


„თხოვნით მივმართავ ინტერნეტ პორტალებს, იქნებ გამოაქვეყნოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ არ დამიტოვებია და არც საავადმყოფოში ვწევარ. ძალიან ბევრი ადამიანია შეცდომაში შეყვანილი“, - წერს მომღერალი.

0
42
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0