“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა კრის სმოლინგმა “საუთჰემპტონთან” (2:1) მატჩში საზარდულის ტრავმა მიიღო. როგორც The Guardian-ი იუწყება, სმოლინგი 2 კვირა ვერ შეძლებს მინდორზე გასვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ კრისი “ლივერპულთან”, “ასტონ ვილასთან” და “ნიუკასლთან” მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას.