x
image
worldsport.ge
“სიტის” სილვა და კომპანი უბრუნდება

imageინგლისური “მანჩესტერ სიტის” ორი ლიდერი, ესპანელი დავიდ სილვა და ბელგიელი კაპიტანი ვინსენ კომპანი 10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში იტალიური “რომას” წინააღმდეგ თამაშს შეძლებენ. ამ ფეხბურთელებს მცირე ტრავმა აწუხდებდათ, რის გამოც პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩი გაუცდათ. “ქალაქელებისთვის” სილვასა და კომპანის დაბრუნება მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან გუნდის კიდევ ერთი ლიდერი არგენტინელი სერხიო აგუერო დაშავებულია და რომში ვერ ითამაშებს.
“სიტისა” და “რომას” შეხვედრა 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება. მანჩესეტრელებს ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება ან შედეგიანი ფრე სჭირდებათ.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0