x
image
worldsport.ge
"ლივერპულის" დირექტორს სურს ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელებზე უარი თქვან

image"ლივერპულის" დირექტორი იან აირი მიიჩნევს, რომ კლუბის ფეხბურთელები სოციალურ ქსელებს ბოროტად იყენებენ. აირის განმარტებით, მოთამაშეებს ბევრი დრო აქვთ, რათა სოციალურ ქსელებში სისულელეები დაწერონ.
"ვისურვებდით, რომ ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელებზე უარი განაცხადონ, რადგან მათი საქციელი პრობლემაა. ჩვენ სურვილის გარდა სხვა რამის გაკეთება არ შეგვიძლია. პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელებს ბევრი დრო აქვთ, რატა პოსტები დაწერონ და ამით დატკბნენ. ვიმედოვნებ, ფეხბურთელებთან ერთად კონკრეტულ შედეგს მივაღწევთ, რადგან მათი პოსტების შემდეგ, ჩვენც ვისჯებით." - განაცხადა აირიმ.
რამდენიმე დღის წინ მარიო ბალოტელიმ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ანტისემიტური გამონათქვამი დაპოსტა, ცოტა ხნის შემდეგ კი ბოდიშიც მოიხადა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge




0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0