შოუბიზნესი "ვინც ლეპსის კონცერტზე მიდის უზნეო ადამიანია" 2014, 7 დეკემბერი, 10:39 ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა გამყრელიძე ფეისბუქის საკუარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და თბილისში, რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტს აპროტესტებს. "2875 მეგობარი მყოლია FB-ში. ცხადია ყველას არ ვიცნობ. ყველას პერსონალურ გვერდზე შეხედვაც გამიჭირდება. ამიტომ მინდა გთხოვოთ, თუ რომელიმე თქვენგანი ხვალ, გრიგორი ლეპსის კონცერტზე წასვლას აპირებთ, ან თვლით, რომ მასზე დასწრება საქართველოს მოქალაქისათვის მისაღები და ნორმალურია, ამომშალეთ მეგობრების სიიდან რადგან ჩვენი შეხედულებები გადაულახავ წინააღმდეგობაშია. ჩემი აზრით ის ჩვენი თანამემამულე, ვინც ლეპსის კონცერტზე მიდის როგორც მინიმუმ უზნეო ადამიანი და კოლაბორაციონისტია. მომწყობებზე და მხარდამჭერებზე ხომ აღარაფერს ვამბობ. თუ ვინმეს კატეგორიუკლად მოგეჩვენათ ეს სტატუსი ვერაფრით დაგამშვიდებთ. როგორც ადრე მოგახსენეთ პოლიტკორექტულობის და სუსი პუსის დრო დამთავრდა. მტერს მტრის სახელი უნდა უწოდო და სახლიდან გააძევო !" - წერს გამყრელიძე. შეგახსენებთ, რომ ამგვარი რეაქცია ბევრ ქართველს გაუჩნდა მას შემდეგ, რაც ქართული წამოშობის ლეპსმა (ლეფსვერიძე) პუტინს სახალხოდ მხარდაჭერა გამოუცხადა ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 36 1-ს მოსწონს 1-ს არა
|