x
image
worldsport.ge
“მანჩესტერს” გიოტცეც დაუკავშირეს

imageდღე არ გაივლის, რომ ინგლისურმა გამოცემებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” შესახებ ახალი სატრანსფერო სიახლე არ გამოაქვეყნონ. ამჯერად, “დეილი სტარის’ ინფორმაციით, ლუის ვან გაალის ინტერესის სფეროში მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი მარიო გიოტცე მოხვდა.
22 წლის გერმანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ვეროს აღწევს, თუმცა გამოცემის ცნობით, “წითელ ეშმაკებს” გიოტცეს სიძვირე არ აღელვებთ.
მარიო გიოტცე მიუნხენურ გიგანტში 2013 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი.
გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0