x
image
worldsport.ge
ესტონეთში “გარიგებული” თამაშებისთვის 26 ფეხბურთელი დასაჯეს

imageესტონეთის საფეხბურთო კავშირმა ბუქმეკერული თაღლითობისთვის 26 ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. 9 მოთამაშე სამუდამოდაა დისკვალიფიცირებული, ხოლო დანარჩენები მოედანს სხვა და სხვა პერიოდით ჩამოაშორეს.
მიღებულ გადაწყვეტილებას ესტონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა აივარ პოლაკმა ასეთი კომენტარი გაუკეთა:
“ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 20 მოწმის ჩვენება მივიღეთ და ამის საფუძველზე დეტალური რაპორტი შედგა. საქმის ასობით გვერდი დავამუშავეთ, კონტაქტი პოლიციასთან, პროკურატურასთან, უეფასთან და სხვა ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებთან გვქონდა. ესტონურ სპორტში მსგავსი მასშტაბური გამოძიება აქამდე არ ყოფილა.
გამოძიების დროს დადგინდა, რომ 2009-2012 წლებში ადგილი ესტონეთის ჩემპიონატის, ესტონეთის თასის, ესტონეთის ახალგაზრდული ნაკრების მატჩების შედეგებით მანიპულირებას ან მანიპულირების მცდელობას ჰქონდა. მანიპულაციების ნაწილი ვერ განხორციელდა, მაგრამ თაღლითობის დაახლოებით 20 ფაქტი გამოვავლინეთ. ზოგიერთ შემთხვევაში მოთამაშეებს, რომლებიც მანიპულაციებში ჩარეულნი იყვნენ, ემუქრებოდნენ და ამიტომ, იძულებული ვიყავით პოლიციისთვის მიგვემართა.
არსებობს ორი განსხვავებული საქმე – სასამართლო წარმოება, რომელშიც ესტონეთის კანონმდებლობის დარღვევა განიხილება და სადისციპლინო წარმოება, სადაც საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო დარღვევებს განიხილავენ. ჩვენი პოზიცია ნათელია და ამის თაობაზე კონსულტაცია იუსტიციის სამინისტროსთან გავიარეთ – ბუქმეკერული თაღლითობა საჭიროა სისხლის სამართლის დარღვევათა ნუსხაში შევიტანოთ. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ნორმა არსებობს: საფრანგეთში მატჩების შედეგების მანიპულირებისთვის შესაძლოა 5 წელი ციხეში გაატარო, პოლონეთში – 8 წელი, შვედეთში – 2 წელი”.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების სია:
ანტონ სერედა – სამუდამო დისკვალიფიკაცია.
მაქსიმე გრუზნევი - სამუდამო დისკვალიფიკაცია.
სერგეი ლეონტოვიჩი - სამუდამო დისკვალიფიკაცია.
სერგეი უსოლცევი - სამუდამო დისკვალიფიკაცია.
დენის იიგისტე - სამუდამო დისკვალიფიკაცია.
ინდრეკ სისკა - სამუდამო დისკვალიფიკაცია.
ანდრეს სისკა - სამუდამო დისკვალიფიკაცია.
მარტენ მიუტი - სამუდამო დისკვალიფიკაცია.
სილვერ ლიატი - სამუდამო დისკვალიფიკაცია.
ალექსანდრ კულიკი – 05.12.2020-მდე.
ალექსანდრ ბოლდირევი – 05.12.2020.
სტანისლავ პრინსი – 05.12.2018
ალექსანდრ კულინიჩი – 05.12.2018
ალბერტ ტაარი - 05.12.2018
ალან ვენტსელი - 05.12.2018
იან ლეიმანი - 05.12.2018
ერონ კრილო - 05.12.2018
მაქსიმ პოდხოლიუზინი – 05.12.2016
მაქსიმ პაპონოვი – 05.12.2016
მარტინ ჩეგოდაევი – 05.12.2015
ალექსანდრ ტარასენკოვი – 05.12.2015
ვიტალი გუსევი – 01.03.2015
ერიკ გრიგორიევი - 01.03.2015
სტანისლავ ტოკარევი - 01.03.2015
ალექსეი იახიმოვიჩი – 21.12.2014
იაროსლავ დმიტრიევი – 05.12.2016



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0