x
image
worldsport.ge
ხუან ლოპეს კარო საუდის არაბეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

imageსაუდის არაბეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხუან რამონ ლოპეს კარო თავის შტაბთან ერთად დაითხოვეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
ესპანელი სპეციალისტი საუდის არაბეთის ნაკრებს სათავეში შარშან დეკემბერში ჩაუდგა, მაგრამ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ვინაიდან 2014 წელს სპარსეთის ყურის თასი ვერ მოიგო. მაშინ, კაროს გაწვრთნილები თავის მოედანზე ფინალში ყატართან დამარცხდნენ (1:2).
2005-2006 წლების სეზონში ლოპეს კარო მადრიდის “რეალს” წვრთნიდა. გარდა ამისა, მას “ლევანტეში”, “სელტაში”, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და რუმინულ “ვასლუიში” უმუშავია.
კარო აზიის თასის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დაითხოვეს. ტურნირი სტარტს 9 იანვარს ავსტრალიაში აიღებს და საუდის არაბეთი ჯგუფში უზბეკეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0