x
image
ვიზა კოხაძე
დედა, რომელმაც 4 დღის ბავშვი საავადმყოფოდან გააპარა, გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო რაც შეეხება მის ახალშობილს, ამჯერად ძებნას კვლავ აგრძელებენ ( + ვიდეო )

imageimageმსოფლიო შეძრა სამი დღის წინ ბრისტოლის სამშობიაროდან უგზოუკვლოდ გაუჩინარებული მშობიარე დედისა და 4 დღის ჩვილის გაუჩინარებამ. წყაროს ინფორმაციით, 30 წლის შარლოტა ბევანს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და პერიოდულად ემართებოდა ხოლმე ოჯახის გაუფრთხილებლად " მიმალვა". მას 2000 წელს მამა თავის კიბოს სიმსივნით გარდაეცვალა, მაშინ კი შარლოტა მხოლოდ 15 წლის იყო და სასტიკად განიცადა მამის სიკვდილი. ფსიქიკასთან პრობლემებიც მას შემდეგ გაუჩნდა. ახლა, როცა მშობიარობამდე ქალი უზომოდ ბედნიერი და აღფრთოვანებული ელოდებოდა პატარას დაბადებას, დღეს უკვე პოლიციის ძებნის შედეგად ის სამშობიაროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო გოგონა 4 დღის ზაჰარა ჯერჯერობით კვლავ იძებნება.imageimageimage

სამშობიარო სახლი, სადაც 24 საათიანი მორიგეობაა და სადაც ცვლაში 5 - 6 ექთანი სულ მუშაობს, მაინც მოხდა მათი უყურადღებობის და გაუფრთხილებლობის შედეგად ადამიანის გარდაცვალება.48 საათის განმავლობაში ეძებდა ბრისტოლის პოლიცია როგორც ავტომანქანებით, ასევე ცხენებიტ გაკარგულ დედა - შვილს და როგორც იქნა გამთენიისას ხიდის ქვეშ სიცივისაგან გათოშილი ქალი მკვდარი იპოვეს.მისი ნახვა კი მხოლოდ ვერტმფრენებით გახდა შესაძლებელი.imageimage

პოლიცია კლიფტონის დაკიდებული ხიდის ქვეშ შეიკრიბა, რომელიც Avon Gorge ხეობაში მდებარეობს.სამძებრო ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ალპინისტები, ექიმების 15 კაციანი ბრიგადა და პოლიციის თვითმფრინავები.მოკლედ, დაკარგულ დედა - შვილს მთელი ბრისტოლი ეძებდა და სავალალოდ დასრულდა მშობელი დედის მიერ გადადგმული შემაძრწუნებელი ნაბიჯი - 30 წლის შარლოტა ბევანი გარდაცვლილია, ხოლო მისი გოგონა "Her baby Zaani Tiana is still missing".

imageimage





2
115
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
115
  
2014, 4 დეკემბერი, 22:24
როგორ ვგულშემატკივრობდი... :((
G
2014, 4 დეკემბერი, 19:47
:'( საწყლებიი
0 1 2