x
image
worldsport.ge
U 17: საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი

imageევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მე-4 ჯგუფში უნგრეთთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა. ჯგუფის მასპინძელის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
კენჭისყრა 3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 13 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი, ჯგუფიდან ელიტ რაუნდში პირველ-მეორე ადგილოსნებთან ერთად 5 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის. გერმანიის ნაკრები, როგორც ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, პირდაპირ ელიტ რაუნდშია დაშვებული.
2016 წელს ევროპირველობის ფინალური ეტაპი, რომელშიც 16 გუნდი ითამაშებს, აზერბაიჯანში გაიმართება.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0