x
image
worldsport.ge
რიბერი ფიფას წინააღდეგ

imageმიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთმა ლიდერმა ფრანკ რიბერიმ “ოქროს ბურთთან” დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
“მანუელ ნოიერმა “ოქროს ბურთის” მოგება დაიმსახურა. მან კლუბთან და ნაკრებთან ერთად თითქმის ყველაფერი მოიგო. ამ ჯილდოს არიენ რობენიც იმსახურებს, რადგან შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მუნდიალიც ფანტასტიკურად ჩაატარა, თუმცა მეშინია პოლიტიკის. 2006 წელს სწორედ პოლიტიკის შედეგი იყო, რომ ეს პრიზი იტალიელ ფაბიო კანავაროს ხვდა წილად. კანავარო საუკეთესოდ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობის გამო დაასახელეს. შარშან, როცა დაჯილდოებაზე ვიყავი, ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ “ოქროს ბურთს” ვერ მოვიგებდი და ასეც მოხდა, ეს ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა”, - განაცხადა რიბერიმ.
“ოქროს ბურთის” მოგების მთავარ ფავორიტად წელსაც პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ სახელდება.


გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0