საზოგადოება რას აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავის მეუღლეზე ნათია ფანჯიკიძეზე "Forbes Georgia"- თან მიცემულ ინტერვიუში ( + ვიდეო ) 2014, 27 ნოემბერი, 15:50 ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ბოლო დღეებში მიპყრობილია კოალიციაში მომხდარი განხეთქილებისკენ, კონკრეტულად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიასა და მისი თანაგუნდელების მიმართ. თუმცა ქართულ პოლიტიკაში ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში არანაკლები შემართებით და სენსაციური განცხადებებით ალასანიას მეუღლე - პროფესიით ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც ეხმაურება. ჟურნალ "Forbes Georgia" თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ინტერვიუ მისცა მთავარ რედაქტორს გუგა სულხანიშვილს, სადაც მან ვრცლად ისაუბრა ახლანდელი ხელისუფლების მანკიერ მხარეებზე, ის, რომ ქვეყანას არ მართავს ინსტიტუცია და ერთი კაცის ნებაზეა აწყობილი სისტემა – " ... დღეს თუ ხარ მართალი კაცი, სახეს არ კარგავ", მან ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ არსებობდა " უცნობი ძალის" სურვილი " ნატოს" სამიტის წინა პერიოდს დამთხვეოდა ეს ყველაფერი, რასაც საზოგადოება დროის გასვლის შემდეგ კარგად შეაფასებს.ისაუბრა იმედგაცრუებებზე, ისაუბრა აგრეთვე იმ უდანაშაულო თანამშრომლებზე, რომლებიც პროკურატურას ბრალეულობის გარეშე ჰყავთ დაკავებული.ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ აფასებს ბატონი ირაკლი ალასანია სოციალურ ქსელში საკუთარი მეუღლის ასეთ აქტიურობას, მან ასე უპასუხა: - " ნათია ძალიან დამოუკიდებელი მოქალაქეა. ჩვენ ერთმანეთს ვაძლევთ იმის უფლებას რომ ერთმანეთი არ შევზღუდოთ, გვქონდეს სრული თავისუფლება, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ასე ეძვირფასება. ნათიას პროფესიაც, ნათიას სოციალური წრეც და მისის საქმიანობაც მას აძლევს ყველანაირ უფლებას, რომ საკუთარი პოზიციები ასე ღიად დააფიქსიროს.ჩვენ წლების მანძილზე ბევრი რამ ერთად გადავიტანეთ. ნათიას სრული უფლება აქვს რაც სურს და როგორც სურს, ისე გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმდაც იმიტომ, რომ ეს მისი პროფესიაა." 86 12-ს მოსწონს
|